მნიშვნელოვანი პროექტები ფოთში 2013-2018 წლებში მნიშვნელოვანი პროექტები ფოთში 2013-2018 წლებში />


  18:10:59     18-11-2018

მნიშვნელოვანი პროექტები ფოთში 2013-2018 წლებში

a84296.jpg

მნიშვნელოვანი პროექტები ფოთში 2013-2018 წლები
 
 
• განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები. შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი გახდა 24-საათიანი წყალმომარაგებით

• სრულად რეაბილიტირდა მდინარე რიონის წყალგამყოფი ჰიდროკვანძი

• დაიწყო ფოთის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა

• მიმდინარეობს მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობა

• კეთილმოეწყო ნაგავსაყრელი

• შეიქმნა 4 და გაფართოვდა 9 საწარმო

• დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 17 პროექტი

• პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდა კომპანია ,,აჭარა ტექსტილეს“ სამკერვალო ფაბრიკა. დასაქმდა 800 ადამიანი.

• სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა საჯარო სკოლებში

• სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით

• საზოგადოებრივი კოლეჯი ფაზისი აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; მოეწყო ინოვაციური ტექნოლოგიური ლაბორატორია • აშენდა 1 და რეაბილიტირდა 8 საბავშვო ბაღი

• ბინები გადაეცა 393 დევნილ ოჯახს

• საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 1624 დევნილ ოჯახს.

• დევნილთა დასახლებაში 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

• ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა

• ფოთში გაიხსნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა, სამსახურს გადაეცა რეანიმობილი, რომელიც უფასოდ ახორციელებს
 კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ტრანსპორტირებას

• განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი

• დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასის მატება

• ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 317-მა ბავშვმა, გაიცა ჯამში 830 700 ლარი

• სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 250 ბენეფიციარზე გათვლილ თანადგომის სახლს

• აშენდა გემთსარემონტო სახელოსნო

• აშენდა გემების დროებითი განთავსების მოედანი და გემების ამოსაღები ესტაკადა;

• რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დაცვის პოლიციის შენობას

• განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება

• შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 56-მა პირმა 

• გაზიფიცირდა 17 109 აბონენტი ფოთში. 2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება

• გაიხსნა ფოთის იუსტიციის სახლი

• სრულად რეაბილიტირდა ნიკო ნიკოლაძის კოშკი

• მიმდინარეობს მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა

• მიმდინარეობს ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა

• მოეწყო ევროსტანდარტების სარაგბო ბაზა ,,პარკი-არენა’’

• აშენდა რაგბის სტადიონი

• რეაბილიტირდა კრივის დარბაზი და მინი სპორტული მოედნები
0

ავტორი: