11:42:16     16-11-2018
შვედეთში, საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება

გავრცელებული ინფორმაციით, შვედეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება.
ირკვევა, რომ მკვლელობის საქმეზე პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი - 50-წლამდე მამაკაცი დააკავა, რომელიც ბრალდებას უარყოფს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელობა შენობაში მოხდა. გარდაცვლილის დანაწევრებული ცხედარი მდინარის ნაპირას ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აღმოაჩინა. სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დანაწევრებული სხეულის კიდევ რამდენიმე ნაწილი აღმოაჩინეს. 14 ნოემბერს კი, გამოძიებაში ქართველი სამართალდამცველებიც ჩაერთნენ.
0