თიბისი ლიზინგი 15 წლისაა თიბისი ლიზინგი 15 წლისაა />


  17:48:48     13-11-2018

თიბისი ლიზინგი 15 წლისაა

a84132.png

თიბისი ბანკის შვილობილი კომპანია თიბისი ლიზინგი დღეს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.

კომპანია რომლის ჯამური პორტფელიც დღეს უკვე 235 მლნ ლარამდეა და ბაზრის 70%-ზე მეტი წილი უკავია, ერთ ერთი პირველი იყო საქართველოში, ვინც  მომხმარებელს ლიზინგის პროდუქტი შესთავაზა.

თიბისის შვილობილ კომპანიას გააჩნია სხვადასხვა მიმართულებები და ინიციატივები. ბიზნესის მიმართულებით, თიბისი ლიზინგი 1,000-მდე კლიენტთან თანამშრომლობს. კომპანია ასევე ხელს უწყობს სტარტაპების დაფინანსებას.

თიბისი ლიზინგი ასევე  ცდილობს  წვლილი შეიტანოს ეკო გარემოს შექმნაში ენერგოეფექტური ტექნიკის დაფინანსების გზით.

ლიზინგის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საიტზე tbcleasing.ge

 

0

ავტორი: