ქარელის სოფელ შაქშაქეთში ორსართულიანი სახლის სახურავი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ქრობისას 50 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მათივე ცნობით, დამწვარია 120 მ² ფართობი.
ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
0
ავტორი: