10:05:59     23-06-2011
ბელორუსს იარაღის შეტანაზე სანქციები დაუწესეს
ევროკავშირმა, ბელორუსთან მიმართებაში, ახალი ეკონომიკური სანქციების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ბელორუსში (ნებისმიერი პირის, ორგანიზაციის, ან უწყებისათვის) იკრძალება შეიარაღების და ტექნიკური საშუალებების გადაცემა, რომელიც ადგილობრივი რეპრესიებისათვის შეიძლება იქნას გამოყენებული.
აკრძალვის სიაში მოხვდა: ცეცხლსასროლი იარაღი, ტექნიკა, საბრძოლო მასალები, ზოგიერთი ასაფეთქებელი ნივთიერება და სხვა. ამას გარდა, გაფართოვდა იმ ბელორუსი ჩინოვნიკების სია, რომლებიც ევროპაში პერსონა ნონ–გრატად გამოცხადნენ.
სიაში მოხვდა პროკურორი ანდრეი კოჟევნიკოვი, რომელიც კომპანია „ბალტექსპორტის“ აქციონერთა საბჭოს წარმომადგენლიცაა. ეს კომპანია ქვეყანაში შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის მსხვილი ექსპორტიორია. ევროკავშირში ვერ შევლენ ასევე ის ბელორუსი ჩინოვნიკები, რომლებიც იარაღის მწარმოებელი და შემომტანი ფირმების ლობირებაში არიან შემჩნეულნი.
0