10:05:03     23-06-2011
უკრაინაში კაპელანის ინსტიტუტის შემოღებას ითხოვენ
უკრაინაში სამხედრო–სასულიერო პირების ტრადიციული ყოველწლიური შეკრება გაიხსნა. ამჯერად, ეს შეკრება სევასტოპოლში მიმდინარეობს. ღონისძიებაში ყველა იმ მართლმადიდებლური ეპარქიის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზეა განთავსებული. მთლიანობაში, მათი რიცხვი 60–ს შეადგენს.
მოძღვრები ერთმანეთისათვის სამხედრო სამსახურის გამოცდილების გაზიარებას და სამხედრო ნაწილებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე დისკუსიას გეგმავენ. ასევე, განიხილავენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო კაპელანის ინსტიტუტის შემოღების პერსპექტივებს.
ეს ინსტიტუტი უკრაინაში ოფიციალურად არ არსებობს. ასზე მეტ სამხედრო მოძღვარს კი, უბრალოდ, სასულიერო პასტორებს უწოდებენ. რამდენიმე დღის წინ, უკრაინის სამხედრო–საზღვაო ძალების აკადემიის ტერიტორიაზე, სიმფეროპოლის და ყირიმის მიტროპოლიტის, ლაზარეს ხელშეწყობით, სასულიერო აღზრდის ცენტრი გაიხსნა.
0