10:04:05     23-06-2011
ლატვია და რუსული „მისტრალი“
ლატვია ნატოსგან კომპენსაციას მოითხოვს, თუ საფრანგეთისგან ნაყიდი რუსული „მისტრალები“ ბალტიის ზღვაში გამოჩნდება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ინგა სალენიეცემ განაცხადა. გავრცელებული ცნობა უკვე თავდაცვის მინისტრმაც დაადასტურა. „თუ ეს გარიგება შეცვლის უსაფრთხოების ბალანსს ბალტიის ზღვაში, ლატვია კომპენსაციას მოითხოვს, რათა ეს ბალანსი თავად აღადგინოს“ – აღნიშნა მინისტრმა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „მისტრალი“ ბალტიის ზღვაში გამოჩნდება, ლატვია საფრანგეთს და ასევე, ნატოს, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის მოთხოვნით მიმართავს. კონკრეტულად რისი მიღება სურს ლატვიურ მხარეს, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ აღნიშნა, რომ მხარდაჭერა ისეთი უნდა იყოს, რომ რეგიონში ძალების კვლავ დაბალანსება მოხდეს. ლატვია ნატოს წევრი 2004 წლიდან არის, რიგაში უკმაყოფილება საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის „მისტრალების“ მიყიდვის შემდეგ გაჩნდა.
0