10:33:55     02-11-2018
"თურქეთის სამი მოქალაქე ქედაში მხოლოდ შავ სამუშაოს ასრულებდა"
თურქეთის სამი მოქალაქე მხოლოდ შავ სამუშაოს ასრულებდა და მათ რაიმე სახის სამუშაოს წარმოების კვალიფიკაცია ან თუნდაც პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ, - ამის შესახებ ქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, რომელსაც 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა, დაკავებული თურქეთის მოქალაქეების ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ განაცხადა.
„ისინი არ აღიარებენ ჩადენილ ქმედებას. ჩვენთვის საქმის მასალები არ გადმოუციათ. პირადი საუბრებით და აღწერით მათი მხრიდან რაიმე სახის ბრალეული ქმედება არ იკვეთება. ჩემთვის გაუგებარია ამ ეტაპზე რატომ დააკავეს. პასუხისმგებელი სულ სხვა კომპანია იყო, - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ.
პროფკავშირების გაერთიანება ქედაში, კარიერის აფეთქების დროს ბავშვის გარდაცვალებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მომხდარის მთავარი მიზეზი ოპერატორი კომპანიის დაუდევრობაა. ამასთან, პროფკავშირების გაერთიანება ამბობს, რომ ამ დაუდევრობის საფუძველი შრომის უსაფრთხოების სფეროში ეფექტური მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობაა.
0