სუდანში საბრძოლო მოქმედებები შეჩერდა სუდანში საბრძოლო მოქმედებები შეჩერდა />


  10:49:33     22-06-2011

სუდანში საბრძოლო მოქმედებები შეჩერდა

a7259.jpg

ჩრდილოეთ და სამხრეთ სუდანის დელეგაციები, ორი სახელმწიფოს საზღვარზე მდებარე სადავო რეგიონის, აბუეიას დემილიტარიზაციაზე შეთანხმდნენ. ნავთობით მდიდარი ამ პროვინიციისათვის, ბოლო კვირეებია, სუდანში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა. დღეს გადაწყდა, რომ აბუელები საკუთარ ბედს თავად გადაწყვეტენ და რეფერენდუმით აირჩევენ, სუდანის ორად გაყოფილი ნაწილებიდან, რომელია მათთვის უფრო მისაღები.

მხარეები რეგიონიდან ჯარების გამოყვანის შესახებაც შეთანხმდნენ. დამკვირვებლების ფუნქციას, აქ ეთიოპიელი მშვიდობისმყოფელები შეასრულებენ. საერთო ჯამში კი, ორი ქვეყნის საზღვარზე ომი უკვე რამდენიმე ათეული წელია მიმდინარეობს. ბრძოლებმა დაახლოებით 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვითარდება კი უკანასკნელ თვეში განსაკუთრებით გართულდა. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის შედეგად, ამ ეტაპზე, ფართომასშტაბიანი შეაიაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება მოხერხდა. 
0

ავტორი: