"მკვლელს ტელეფონში გოგონას ფოტოები ჰქონდა და წინა დღეებში სავარაუდოდ უთვალთვალებდა" - გორში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები "მკვლელს ტელეფონში გოგონას ფოტოები ჰქონდა და წინა დღეებში სავარაუდოდ უთვალთვალებდა" - გორში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები /> "/> " />


  14:53:22     26-10-2018

"მკვლელს ტელეფონში გოგონას ფოტოები ჰქონდა და წინა დღეებში სავარაუდოდ უთვალთვალებდა" - გორში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

a83499.jpg

გორში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ დეტალები ვრცელდება. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებად წარსულში ნასამართლევი მამაკაცის კუთვნილი მობილური ტელეფონი დევს, სადაც მოკლული 9 წლის გოგონას სურათები აღმოჩნდა.

სურათები, სავარაუდოდ, დღით ადრე არის გადაღებული, რის გამოც არსებობს ეჭვი, რომ ბრალდებული ბავშვს უთვალთვალებდა.

მკვლელობა გოგონას საცხოვრებელი ქუჩის პარალელურ ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული პირი კი სავარაუდოდ ამ სახლში მუშად მუშაობდა.

ადგილობრივების თქმით, ბრალდებულმა გოგონა სახლის სარდაფში ჩაიყვანა და სავარაუდოდ, იძალადა. ბავშვს ძალადობის ნიშნები სხეულზეც აღენიშნება.

ახლობლები აცხადებენ, რომ ნანა ბერიაშვილი სასტიკად ნაწამებია. მოზარდს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობებიც აღენიშნება.


გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქარელი აცხადებს, რომ გუშინ 9-წლის გოგონა სკოლაში  გაკვეთილებს ჩვეულებრივ დაესწრო. სკოლიდან სახლში ჯერ სახლში დაბრუნდა, შემდეგ ცეკვაზე წავიდა. კვალი მას შემდეგ გაქრა, რაც ბავშვმა სახლი დატოვა.

"სახლიდან გამოსულა დაახლოებით 15 წუთით ადრე, ვიდრე ცეკვა დაიწყებოდა. ცეკვაზე ოთხის ნახევარზე უნდა ყოფილიყო. სწორედ, ამის შემდეგ, დაიწყეს ბავშვის ძებნა. სკოლაში დილით ჩვეულებრივ დაესწრო სასწავლო პროცესს. დამრიგებელს არაფერი შეუმჩნევია", - აცხადებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ზურაბ ქარელი.

სკოლის დირექტორი ცხედრის ამოცნობის პროცესს დაესწრო.


გორში მოკლული 9 წლის გოგონას პაპის, ხვიჩა ბერიაშვილის ვარაუდით, პირი, რომელიც მისი ძმის შვილის მკვლელობის საქმეზე დააკავეს, სავარაუდოდ, პედოფილია.

მისივე თქმით, დაკავებული, რომელიც გორის მუნიციპალიტეტიდანაა, გოგონას მეზობლებთან ერთად ეძებდა.

"სავარაუდოდ, პედოფილი იყო, ნასამართლევია.... ჩვენ რომ ვეძებდით, სავარაუდოდ, მაგ დროს ურიკით ჩამოატარა აქ", - განცხადა ბერიაშვილმა.

გორში 9 წლის გოგონა გუშინ გაუჩინარდა, რომელიც რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს. 0

ავტორი: