კაპოიერა - აფრო-ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნება კაპოიერა - აფრო-ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნება />


  10:42:41     22-06-2011

კაპოიერა - აფრო-ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნება

a7257.jpg

კაპოეირა აფრო-ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც თავდაპირველად ბრაზილიაში,  კოლონიურ პერიოდში ჩამოყალიბდა, აფრიკელ მონათა მიერ. ტექნიკა გამოირჩევა მატყუარა სწრაფი მოძრაობებით, ძლიერი აკრობატული კომპონენტებით და ზოგიერთ ვერსიებში, როგორც წესი, მუსიკის თანხლებით სრულდება.

კაპოეირას ორი მთავარი ერთმანეთისგან გამორჩეული სტილი არსებობს. ერთს ჰქვია ანგოლა, დამახასიათებელი ნელი, დაბალი თამაშით, კაპოეირას რიტუალისა და ტრადიციების ზედმიწევნით შესრულებით. მეორე სტილია რეჟიონალ, გამორჩეული განუწყვეტელი აკრობატული თამაშით, სადაც ტექნიკასა და სტრატეგიას ექცევა მთავარი ყურადღება. ორივე სტილს ახასიათებს სწრაფი ვარდნითი მოძრაობები და მიწაზე გართხმული მოჩვენებითი სიმშვიდე მყისიერი წამოვარდნით, ფეხისცემითა და თავისკვრით.

0

ავტორი: