ფედერიკო ობელი და ლათინური ჰანგები ფედერიკო ობელი და ლათინური ჰანგები />


  10:36:03     22-06-2011

ფედერიკო ობელი და ლათინური ჰანგები

a7252.jpg

ყველაფერი „ბითლებით“ დაიწყო: ფედერიკო ობელის მეგობარმა შესთავაზა დუეტი შეექმნათ და „ბითლების“ მსგავსი მუსიკა შეესრულებინათ. მეგობარს გული მალევე აუცრუვდა, თუმცა ფედერიკოს უკვე მუსიკის სენი ჰქონდა შეყრილი. მას შემდეგ იგი მრავალ ჟანრში ცდილობს ექსპერიმენტებს, სანამ ავანგარდისტულ არგენტინულ ტანგოს კომპოზიტორსა და ბანდონეონისტ ასტორ პიაცოლას აღმოაჩენდა.

გიტარაზე შესრულების, სხვადასხვა პოპ-ჯგუფებისთვის კომპოზიციების შექმნისა და ბუენოს-აირესის სხვადასხვა კლუბებსა და ლანჟებში დიჯეობის შემდეგ, ობელი სოლო პროექტზე იწყებს მუშაობას. მრავალი საკუთარი ჩანაწერიდან, სემპლირებული რითმებისა და ხმების შეზავებით, ის უამრავ კომპოზიციას ქმნის, თუმცა თითქმის ყველა მათგანში ლეიტმოტივი გიტარის ხმოვანებაა. კრიტიკოსებმა ობელს არგენტინული მუსიკის ამომავალი ვარსკვლავი შეარქვეს.

0

ავტორი: