არტ-დეკო - ეკლექტური ხელოვნება არტ-დეკო - ეკლექტური ხელოვნება />


  10:34:00     22-06-2011

არტ-დეკო - ეკლექტური ხელოვნება

a7251.jpg

არტ-დეკომ სახელი 1925 წელს პარიზში ჩატარებული მსოფლიო ექსპოზიციიდან ისესხა, სადაც გამოფენილი იყო ფრანგული ფუფუნების საგნები და რომელიც გაიმართა მსოფლიოს დასარწმუნებლად იმაში, რომ პარიზი კვლავაც რჩებოდა სტილის საერთაშორისო ცენტრად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.

მიუხედავად ამისა, არტ-დეკოს ისტორია ამ ექსპოზიციით არ დაწყებულა. ეს წამყვანი სტილი იყო ევროპაში ადრეულ 1920-იან წლებში, ხოლო აშშ-ში კი, მხოლოდ 1928 წელს შეაღწია, სადაც მან სწრაფად მოახდინა ტრანსფორმაცია ე.წ. „სტრიმლაინ მოდერნში“ 1930-იან წლებში — დეკადა, რომელთანაც დღეს ამერიკულ არტ-დეკოს მჭიდროდ უკავშირებენ.

ტერმინს არტ-დეკო ვრცელი გამოყენება თავიდანვე არ მიუღია და მხოლოდ 60-იან წლებში, მიმდინარეობის ისტორიის გადახედვის შემდეგ დამკვიდრდა. მისი მიმდევრები შეთანხმებულად არ მუშაობდნენ. ეს სტილი უფრო ეკლექტურად მიიჩნევა და მასზე გავლენას მრავალ წყაროს მიაწერენ.
0

ავტორი: