სომხეთში ახალი პარტია – „სომხური ოცნება“ შეიქმნა. პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან პოლიტოლოგი არმენ მკრტჩიანი, იურისტი ცოლაკ გრიგორიანი, ყარაბაღის ომის მეთაური გეგამ არუტიუნიანი, იურისტი დავიდ ხოსროვიანი და სამართალმცოდნე არტავაზდ სარქისიანი.
პარტიის შექმნასთან დაკავშირებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „ხავერდოვანმა რევოლუციამ“ სომხეთის მოქალაქეები კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის მძიმე უღლისგან გაათავისუფლა და ახლა, საბოლოო გამარჯვების მისაღწევად ნამდვილი დემოკრატიული პოლიტიკურ-ეკონომიკური მართვის სისტემა უნდა შეიქმნას.
0
ავტორი: