ქობულეთში 15 წლის გოგონა სრულწლოვან მამაკაცზე დაქორწინდა ქობულეთში 15 წლის გოგონა სრულწლოვან მამაკაცზე დაქორწინდა />


  13:46:02     23-10-2018

ქობულეთში 15 წლის გოგონა სრულწლოვან მამაკაცზე დაქორწინდა

a83340.jpg

ქობულეთში სოფელ ლეღვაში 15 წლის გოგონა სრულწლოვან მამაკაცზე დაქორწინდა. შემთხვევა გასულ თვეს მოხდა. 

სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ არასრულწლოვანი ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან სკოლაში არ გამოცხადებულა, 1 ოქტომბერს კი ის სხვა საჯარო სკოლაში გადავიდა. დირექტორის ყვება, რომ მან ფაქტის შესახებ მოგვიანებით შეიტყო და რადგან გოგონა უკვე მათი სკოლის მოსწავლე არ იყო, თავი ვალდებულად არ ჩათვალა მომხდარის შესახებ შესაბამისი სამსახურებისთვის ეცნობებინა.

ქობულეთის რესურს ცენტრში ანცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ დღეს მედია საშუალებებიდან შეიტყვეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ, სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო.
0

ავტორი: