თხელი, ნაზი და ძალიან გემრიელი ლობიანის განსხვავებული რეცეპტი თხელი, ნაზი და ძალიან გემრიელი ლობიანის განსხვავებული რეცეპტი />


  06:42:53     22-10-2018

თხელი, ნაზი და ძალიან გემრიელი ლობიანის განსხვავებული რეცეპტი

a85302.jpg

ეს არის ნაზი და ძალიან გემრიელი ცომის სწრაფი ვარიანტი. აქ მთავარია, ზედმეტი ფქვილი არ მოგივიდეთ და ცომი გააჩეროთ 30-40 წუთის განმავლობაში.

ინგრედიენტები

ცომი
  • მაწონი - 300 მლ
  • წყალი - 60 მლ
  • სოდა - 1/2 ჩ/კ
  • შაქარი - 1 ჩ/კ
  • მარილი - 1/2 ჩ/კ
  • ზეთი - 5 ს/კ
  • ფქვილი - 3 ჭიქა
  • გულსართისთვის:
  • თეთრი ლობიო - 250 გ
  • აჯიკა - 1 ჩ/კ
  • სვანური მარილი - 1 ჩ/კ
  • ტომატპასტა - 1 ჩ/კ
  • ზეთი - 4 ს/კ
  • ლობიოს ნახარში - 40 მლ
  • ხახვი - 1 თავი

მომზადება:|

მოხარშეთ ლობიო, გადაწურეთ (შეინახეთ ცოტაოდენი ნახარში) და მარცვლები ჩაჭყლიტეთ. ხახვი დაჭერით წვრილად, მოთუშეთ ზეთში, დაუმატეთ ტომატპასტა, აჯიკა და აურიეთ. მოთუშული ხახვი და ტომატი დაუმატეთ ლობიოს და აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ დანარჩენი სანელებლები, ლობიოს ნახარში და კვლავ კარგად აურიეთ.

ცომისთვის:

მაწონი და წყალი ოდნავ შეთბეთ (მიკროტალღურ ღუმელში ეს მოსახერხებელი იქნება). დაუმატეთ სოდა, აურიე და გააჩერეთ 3-4 წუთი. შემდეგ დაუმატეთ მარილი, შაქარი, ზეთი და აურიეთ.

ახლა თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ ნაზი ცომი, გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ 30-40 წუთის განმავლობაში.

გაყავით ცომი 3 გუნდად. ტაფას წაუსვით ოდნავ ზეთი და კარგად გაახურეთ.

გააბრტყელეთ ცომის თითოეული გუნდა და მოათავსეთ გულსართი.

მოუკარით თავი და გააბრტყელეთ ტაფის დიამეტრზე.

მოათავსეთ ტაფაზე შეწებებული კიდეებით ქვევით და ხელით კვლავ გააბრტყელეთ.

შეწვით საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან.

გამომგცხვარ ლობიანებს წაუსვით კარაქი და გემრიელად მიირთვით! 0

ავტორი: