რუსეთი ქართულ-ამერიკული სწავლებების წინააღმდეგ რუსეთი ქართულ-ამერიკული სწავლებების წინააღმდეგ />


  14:15:42     21-06-2011

რუსეთი ქართულ-ამერიკული სწავლებების წინააღმდეგ

a7221.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვის რეაქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. საქმე ეხება ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო გემის, „მონტერეის“ შემოსვლას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შავ ზღვაში ქართულ-ამერიკული სწავლებები შედგება, ხოლო რუსეთს არანაირი უფლება არ აქვს უკმაყოფილება გამოხატოს დაგეგმილ სწავლებებზე, რომელიც ორი სუვერენული სახელმწიფოს შეთანხმების მიხედვითაა გათვალისწინებული. რუსეთს ეს არ ეხება - განაცხადა დიპლომატმა.

როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შავ ზღვაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კრეისერის შემოსვლასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოთქვა. მოსკოვში განაცხადეს, რომ რუსული საზღვრების სიახლოვეს აშშ-ის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ელემენტების გამოჩენა, რუსეთის ფედერაციას უქმნის საფრთხეს.  

0

ავტორი: