10:34:15     16-10-2018
იტალიაში საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს
იტალიაში, ფიუმიჩინოს აეროპორტში, საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს.
საზღვრის კვეთისას შემოწმების დროს, მესაზღვრეებმა მათ საბუთები შეუმოწმეს და დაადგინეს, რომ დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საკონსულო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა იტალიის პოლიციის სასაზღვრო სამსახურს, სადაც დაადასტურეს, რომ საქართველოს ათ მოქალაქეს არ გააჩნდა საზღვრის კვეთისთვის სავალდებულო რეკვიზიტები, შესაბამისად ისინი განათავსეს სადეპორტაციო სივრცეში, სადაც უზრუნველყოფილია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები.
მოქალაქეები საქართველოში 18 ოქტომბერს დაბრუნდებიან.
0