ერაყში ვითარება იძაბება ერაყში ვითარება იძაბება />


  12:23:20     20-06-2011

ერაყში ვითარება იძაბება

a7192.jpg

ერაყში ამერიკული შეიარაღებული ძალები უფრო ხშირად შიიტური დაჯგუფებების მხრიდან განიცდიან თავდასხმებს, ვიდრე „ალ–ქაიდასგან“. ამის შესახებ დღევანდელ, „სი–ენ–ენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პენტაგონის შეფმა, რობერტ გეითსმა განაცხადა. მან დასძინა, რომ მებრძოლები იარაღს ირანისგან იღებენ.

გეითსის თქმით, მას აშფოთებს ბოლო ხანს ერაყში ირანის გავლენის ზრდა. მინისტრის ინფორმაციით, ირანელები შიიტურ დაჯგუფებებს დიდი რაოდენობით იარაღს აწვდიან, რაც ქვეყანაში ვითარების დაძაბვის ხელახალ ესკალაციას უწყობს ხელს.     

როგორც ცნობილია, ობამას ადმინისტრაცია ერაყში ამერიკული ჯარის დარჩენის ვადის გაგრძელებას განიხილავს. რობერტ გეითსი, უკანასკნელი თვების განმავლობაში, ხშირად აცხადებს, რომ ბაღდადი დაზვერვას სათანადოდ ვერ აწარმოებს, რაც სხვადასხვა უკანონი შეიარაღებული ფორმირებების გააქტურების მიზეზი ხდება.

0

ავტორი: