პოლონეთი ამერიკული "პატრიოტების" შეძენას გეგმავს პოლონეთი ამერიკული "პატრიოტების" შეძენას გეგმავს /> "/> " />


  12:19:12     20-06-2011

პოლონეთი ამერიკული "პატრიოტების" შეძენას გეგმავს

a7188.jpg

ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი თავის მეზობელ გერმანიასთან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ოფიციალურად, პოლონეთის ნაციონალური თავდაცვის მინისტრმა ბოგდან კლიხმა, ბრიუსელში "ნატოს" თავდაცვითი უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს ეხება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პოლონური მხარე ამ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების ერთ ბატარეას შეიძენს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლიხის თხმით, რაიმე საბოლოო გადაწყვეტილებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

2010 წლის მაისიდან პოლონეთში, როტაციის საფუძველზე, ამერიკული Patriot-ის ერთი ბატარეა რეგულარულად არის განთავსებული. დღემდე ოთხი ასეთი როტაცია შესდგა. გეგმით მსგავსი ოპერაციები კიდევ შვიდჯერ უნდა განხორციელდეს. თუმცა ჯერ-ჯერობით აღნიშნული როტაციის ფარგლებში, პოლონეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეის სასწავლო ვარიანტის განთავსება ხდება. არსებული გეგმით, ასე 2012 წლამდე გაგრძელდება. რის შემდეგაც პოლონეთში უკვე საბრძოლო რაკეტებით აღჭურვილი Patriot-ების განლაგება მოხდება.

შეთანხმება პოლონეთში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების განთავსებაზე 2008 წელს დაიდო. პოლონეთის ტერიტორიაზე ამერიკული, Patriot-ების შემოყვანა გერმანიიდან სასწავლო მიზნებში ხდება. მათ მომსახურებას დაახლოებით 100 ამერიკელი სამხედრო ახდენს, რომელბიც ამავე დროს სწავლებებს ატარებენ და ამ სისტემებზე პოლონელების გადასწავლებას ახდენენ.

როგორც ჩანს პოლონეთმა საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება მოინდომა და საკუთარ ტერიტორიაზე სასწავლო ბატარეის განთავსებასთან ერთად, რეალური საბრძოლო კომპლექსის ყიდვაც მოისურვა.

რაც შეეხება თავად Patriot-ს, ის აშშ-ს სახმელეთო დაჯგუფების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარებმა შეიარაღებაში 1982 წელს მიიღეს. ამ კომპლექსმა მოძველებული სისტემა "ნაიკ ჰერკულესი" შეცვალა და დღეისთვის ის აშშ-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. ის სამრეწველო-ადმინისტრატიული ცენტრებისა და სამხედრო ბაზების დასაცავადაა განკუთვნილი. ძლიერი ელექტრონიკის წყალბით კომპლექსს ერთდროულად 100 სამიზნის აღმოჩენა-ამოცნობა შეუძლია. ამათგან რვის შეუჩერებელი გაცილება და მათ მიმართულებით ერთდროულად სამი რაკეტის დამიზნება-გაშვების განხორციელება.

კომპლექსს Patriot-ის შემადგენლობაში შედის: მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური ანტენის ფაზირებული ცხაურით  AN/MPQ-53, ცეცხლით მარტვის პუნქტი AN/MSQ-104, გამშვები დანადგარები М901, საზენიტო რაკეტები  МIМ-104A და კავშირის საშუალებები. კომპლექსი საზენიტო ბატარეის სახით მოქმედებს. თვითოეულის შემადგენლობაში 4-8 გამშვები დანადგარია. ყოველ მათგანში კი 4 რაკეტა თავსდება.

კომპლექსის რაკეტა ერთსაფეხურიანი სქემის მიხედვითაა შექმნილი. ის 5.31 მ-ის სიგრძისა და 912 კგ-ი წონისას, საიდანაც 90 კგ საბრძოლო ქობინზე მოდის. ძლიერი ძრავას წყალობით, რომლის მუშაობის ხანგრძლივობა 11.5 წმ-ია, რაკეტა M 3-5-ის ტოლ სიჩქარეს ანვითარებს. ფრენის ასეთი მაღალი სიჩქარის გამო, რაკეტაზე მოქმედმა დატვირთვამ შესაძლებელია 30 ერთეულსაც კი მიაღწიოს.

რაკეტების მოწოდება მართკუთხვა კვეთის ალუმინის სატრანსპორტო-გამშვებ კონტეინერში ხდება. კონტეინერი რეზინის სახურავით იხურება, რომელიც რაკეტის მიერ სტარტისას იგლიჯება, უკნიდან კი - მინაპლასტიკის პანელით, რომელიც რაკეტის ძრავას გავარვალებული ჭავლის ზემოქმედებით სრულად იწვება.

კომპლექს Patriot-ის მიერ სამიზნის განადგურების მაქსიამალური დისტანცია 80 კმ-ს შეადგენს, მინიმალური კი 3 კმ-ს. სიმაღლის მიხედვით კი კომპლექსი 24 კმ-ზე წვდება მიზანს, მოქმედების მინიმალური სიმაღლე კი - 0.06 კმ-ია.

რაკეტების გამშვები კონტეინერები ოთხი ერთეულის ოდენობით სპეციალურ მისაბმელზე მაგრდება, რომლის გადააადგილებასაც გამწევი უზრუნველყოფს. პოზიციაზე დაყენებისას, ყოველ გამშვებ დანადგარს სივრცის გარკვეულს სექტორზე ამაგრებენ, რითითაც Patriot-ის კომპლექსის სროლის მრავალრაკურსობა მიიღწევა.

კომპლექს Patriot-ის გულს მრავალფუნქციური რადილოკაციური სადგური AN/MPQ-53 წარმოადგენს. ის პრაქტიკულად სრულად ავტომატიზირებულია და მას მხოლოდ ორი ოპერატორი ემსახურება. იმ შემთხვევაში თუ სამიზნე 50-100მ-ის სიმაღლეზე იმყოფება, სადგურს მისი აღმოჩენა 30-50კმ-ის დისტანციაზე შეუძლია, 1000-10000მ-ის შემთხვევაში კი - 170კმ-ზე.

კომპლექსის მართვა შორი რადიოლოკახციური თვითმფრინავებიდანაც შეიძლება. ამ შემთხვევაში Patriot-ი ბოლო მომენტამდე რადიოსიჩუმის რეჟიმში იმყოფება და სამიზნის მითითება ჰაერში მყოფი Awacs-იდან ხდება. კომპლექსის საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად კი 30 წთ-ია საჭირო.

პოპულარობა Patriot-მა სპარსეთის ყურეში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შემდეგ მოიპოვა, რაც მის მაღალ საიმედოობასთან ერთად, ჭკვიანად ორგანიზებული სარეკლამო კამპანიის დამსახურება იყო. მართალია იმ კონფლიქტში Patriot-ს მოწინააღმდეგის არც ერთი თვითმფრინავი არ ჩამოუგდია. მაგრამ გაყიდვებმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

2000 წლიდან კომპლექსი PAC-2 ახალი მოდერნიზირებული რაკეტა РАС-2 Hit-to-Kill-ით აღიჭურვა, რომელიც შეიარაღებაზე 2028 წლამდე დარჩება.

არსებობს, კომპლექსის კიდევ ერთი მოდიფიკაცია PAC-3. საფრენი პაარტების გარდა მას ბალისტიკური რაკეტების ქობინებთანაც შეუძლია ბრძოლა. ის აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაშია ინტეგრირებული.

დღეისთვის აშშ-ს გარდა, საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Patriot გერმანიის, საბერძნეთის, ჰოლანდიის, ესპანეთის, ბაჰრეინის, ეგვიპტის, ისრაელის, იაპონიის, იორდანიის, ქუვეითის, ტაივანის, სამხრეთ კორეისა და საუდის არაბეთის შეიარაღებაშია.

0

ავტორი: