Google Translate აიფონის მომხმარებლებს ადგილობრივი აქცენტით დაელაპარაკება Google Translate აიფონის მომხმარებლებს ადგილობრივი აქცენტით დაელაპარაკება />


  12:33:48     07-10-2018

Google Translate აიფონის მომხმარებლებს ადგილობრივი აქცენტით დაელაპარაკება

a82733.jpg

აქამდე თუ აიფონის მომხმარებლები Google Translate-ის აპლიკაციას იყენებდნენ და რეგიონის მიუხედავად ყველა ერთ აქცენტს უსმენდა ტექსტის თარგმნისას, ახლა ასე აღარ იქნება. ამიერიდან აპლიკაციის განახლებული ვერსია რამდენიმე ენაზე ლოკალურ ვარიაციებს შესთავაზებს მომხმარებელს. 

განახლება ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებთან ერთად ბენგალურსაც მოიცავს.  მაგალითად თუ აპლიკაციის მომხმარებელი ინდოეთში ცხოვრობს, თარგმნისას ინგლისურს ინდური აქცენტით მოისმენს.  აქამდე მომხმარებლები განმარტავდნენ, რომ რთული იყო უცხოელისთვის მაგალითად ამერიკული ან ბრიტანული აქცენტის აღქმა. 
0

ავტორი: