ოკუპანტების მიერ გატაცებული 36 წლის მაია ოთინაშვილის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს, დე ფაქტო პროკურატურამ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„ცხელი ხაზით მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა „შეუფარდა.“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად," - ნათქვმია განცხადებაში.
0
ავტორი: