10:57:33     01-10-2018
თბილისში, გოთუას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, გოთუას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს 2 ჭრილობა აქვს მიყენებული.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ოპერაცია დასჭირდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
0