თბილისში 25 წლის ბიჭი მოკლეს - მიზეზი, სავარაუდოდ, ანტისემიტიზმია თბილისში 25 წლის ბიჭი მოკლეს - მიზეზი, სავარაუდოდ, ანტისემიტიზმია />


  19:41:52     30-09-2018

თბილისში 25 წლის ბიჭი მოკლეს - მიზეზი, სავარაუდოდ, ანტისემიტიზმია

a82488.jpg

ძველ თბილისში წუხელ 25 წლის ვიტალი საფაროვი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაული სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები დანით მიაყენეს.

შსს-ს ცნობით, დამატებითი დეტალების დადგენის მიზნით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.

რა გახდა თბილისში საზარელი მკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა, ერთ- ერთ სავარაუდო მიზეზად ანტისემიტიზმი სახელდება.

არსებული ინფორმაციით ინციდენტი თავისუფლების მოედანზე  მდებარე ერთ-ერთ ბარში დაიწყო და დიუმას ქუჩაზე გაგრძელდა. ვიტალი საფაროვს მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, მათ შორის სახის არეშიც. ჩხუბის მონაწილეებმა დაჭრილი მიატოვეს და გაიქცნენ. ის ადგილობრივებმა იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს.

სავარაუდოდ, მკვლელი იქვე მდებარე ობიექტების სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.


მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 0

ავტორი: