12:18:09     18-06-2011
ამერიკული სამხედრო-სასწავლო ბაზის ხელმძღვანელი ქალი გახდა
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების 96 წლიან ისტორიაში, “ზღვის კატების” სასწავლო ბაზის მეთაურად, სახრეთ კაროლინაში, ქალი დაინიშნა. ამ საპატიო მოვალეობას, დღეიდან, ბრიგადის გენერალ-პოლკოვნიკი, ლორეტა რეინოლდსი შეასრულებს.
ცნობილია, რომ რეინოლდსი ბალტიმორში დაიბადა. 1986 წელს დაამთავრა სამხედრო-საზღვაო აკადემია. ის მშვენიერი სქესის პირველი წარმომადგენელია, რომელიც ამერიკელ სპეცრაზმელებს ცხელ წერილებში, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში, ხელმძღვანელობდა.
გენერალი, დანიშვნამდე, კალიფორნიაში, კემპ-პენდლტონის საზღვაო ქვეითების პირველი საექსპედიციო კურპუსის შტაბ-ბინი მეთაური იყო. “ზღვის კატების” სასწავლო ბაზა პერის-აილენდი კი, სადაც ამჟამად ქალბატონი დაინიშნა, ერთადერთი ბაზაა, სადაც სპეცრაზმელ ქალებს ამზადებენ.
აღსანიშნავია, რომ რაინოლდსის გარდა, საზღვაო ქვეითთა ორასი ათას წევრს შორის, გენერლის წოდებას სუსტი სქესის კიდევ ორი წარმომადგენელი ატარებს. მთლიანად აშშ-ის არმიაში კი 12 339 ქალი საზღვაო ქვეითი მსახურობს, რომლთაგან 108 მიჩმანია და 1224 ოფიცერი.
0