ჰაუბიცა – საარტილერიო იარაღის ძირითადი ტიპი ჰაუბიცა – საარტილერიო იარაღის ძირითადი ტიპი />


  12:15:48     18-06-2011

ჰაუბიცა – საარტილერიო იარაღის ძირითადი ტიპი

a7141.jpg

ჰაუბიცა საარტილერიო იარაღის ტიპია, რომლის დანიშნულებაა დახურულ საცეცხლე პოზიციაზე იერიშის მიტანა. ჰაუბიცები შედის საბრძოლო არტილერიის ჯგუფში, მათი კალიბრი 100 მილიმეტრი და მეტია, შედარებით მოკლე ლულა(15-30 კალიბრი), ცვალებადი ჭურვები, სროლის საკმაოდ მაღალი სიჩქარე - 0,5-1-დან 6 გასროლამდე წუთში (კალიბრიდან გამომდინარე), სროლის მანძილი 17 კმ-ია.

თანამედროვე ჰაუბიცების ლულის სიგრძე არის 50 და უფრო მეტი კალიბრის, სროლის სიჩქარე 10-12 გასროლა წუთში, სროლის მანძილი 50 და მეტი კმ.

ევროპაში პირველი ჰაუბიცა გამოჩნდა XIV საუკუნეში და მისი დანიშნულება იყო ქვის ბირთვის სროლა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰაუბიცა, მოსკოვის მეფე-ზარბაზანი შეყვანილია გინესის რეკორდების წიგნში. ამ იარაღის სიგრძე 5,34 მეტრია, ლულის გარე დიამეტრი - 1200 მმ, სანიმუშო საპირე სარტყელის დიამეტრი - 1340 მმ, კალიბრი - 900 მმ, მასა - 39312 კგ. ასევე არსებობს ამ იარაღის ასლი, რომელიც მდებარეობს უკრაინის ქალაქში დონეცკში.

0

ავტორი: