დიდ ბრიტანეთში მუზიკლ “I Dreamed a Dream” – ს დადგამენ, სადაც მთავარი გმირი მომღერალი სუზან ბოილი იქნება. “მე ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ჩემი ცხოვრების ისტორიაზე სპექტაკლი შეიქმნებოდა. მაგრამ უკანასკნელ ორ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა. იმედი მაქვს, დადგმა მაყურებელს მოეწონება” – აღნიშნა სიუზანმა.
ამას გარდა, მომღერალმა დაამატა, რომ მუზიკლის შემქმნელები პუბლიკას რამდენიმე სიუპრიზსაც უმზადებენ. თავად ბოილს, სპექტაკლში შოტლანდიელი მსახიობი კონსტანს სმიტი ითამაშებს, რომელიც ადრე გლაზგოს და ედინბურგის თეატრებთან თანამშრომლობდა. სპექტაკლის პრემიერა 2012 წლის 23 მარტს, ნიუქასლში, სამეფო თეატრში შედგება. როგორც ცნობილია, სუზან ბოილმა პოპულარობა და აღიარება 2009 წლის გაზაფხულზე, ბრიტანულ “ნიჭიერში” მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა. იმავე წლის ნოემბერში მომღერლის პირველი, სადებიუტო ალბომი გამოვიდა, რომელმაც აშშ-ის და ბრიტანეთის ჰიტ-პარადებში პირველი ადგილი დაიკავა.
0