ოპ-არტი – ოპტიკური ხელოვნება ოპ-არტი – ოპტიკური ხელოვნება />


  12:11:15     18-06-2011

ოპ-არტი – ოპტიკური ხელოვნება

a7139.jpg

ოპ-არტი, ანუ ოპტიკური ხელოვნება აღნიშნავს მხატვრულ ნამუშევრებს და სხვა ხელოვნების ნიმუშებს, რომლებშიც ოპტიკური ილუზიებია გამოყენებული. ოპ-არტს ასევე გეომეტრიულ აბსტრაქციებს ან მახვილკუთხა აბსტრაქციებს უწოდებენ, თუმცა უფრო სასურველი ტერმინი შემეცნებითი აბსტრაქციაა.

„ოპტიკური ხელოვნება ხატვის მეთოდია, რომლის მიზანი ურთიერთქმედებაა ილუზიასა და ნახატის სიბრტყეს შორის, შემეცნებასა და ხედვას შორის“. ოპ-არტის ნამუშევრები აბსტრაქტულია და საუკეთესო ნამუშევრების უმრავლესობა შავ-თეთრია. მათი ცქერისას მაყურებელს მოძრაობის, ფარული გამოსახულებების, ვიბრაციის შეგრძნება ეუფლება.

ტერმინი პირველად გამოჩნდა ჟურნალ “თაიმში”, 1964 წლის ოქტომბერში, თუმცა ნამუშევრები, რომელთაც ამჟამად ოპ-არტს უწოდებენ პირველად რამდენიმე წლით ადრე შეიქმნა. მაგ. ვიქტორ ვაზარელის ნახატი „ზებრები“ (1938) მთლიანად მრუდი შავ-თეთრი ზოლებისგან შედგება, რომლებიც კონტურულ ხაზებში არ არის მოქცეული. შედეგად, ზოლები თითქოს იღვრება ან პირიქით წინ მოიწევს მათ გარშემო კომპოზიციის შავი ფონისგან. Pოპ-არტი დასავლეთში, ხელოვნების გარკვეულ წრეებში, დღესაც პოპულარულია.

0

ავტორი: