„ოზურგეთში სიძე ჰაერში ააგდეს და დაჭერა დაავიწყდათ, ყველას გორის მარიხუანა ჰქონდა მოწეული“ „ოზურგეთში სიძე ჰაერში ააგდეს და დაჭერა დაავიწყდათ, ყველას გორის მარიხუანა ჰქონდა მოწეული“ />


  17:27:50     27-09-2018

„ოზურგეთში სიძე ჰაერში ააგდეს და დაჭერა დაავიწყდათ, ყველას გორის მარიხუანა ჰქონდა მოწეული“

a83076.jpg

ქალაქ ოზურგეთში, სარიტუალო დარბაზ „თამარიონში“ გუშინწინ მიმდინარე ქორწილის მონაწილეები სიძის გარეშე დარჩნენ, რადგან ჰაერში აისროლეს და დაჭერა დაავიწყდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს. 

როგორც „გურიის მოამბეს“ თვითმხილველებმა უამბეს, სიძე ოზურგეთის მედალფას კლინიკაში მოთავსება გახდა საჭირო, საიდანაც ის მეორე დღეს გამოწერეს.

„სუფრა ახალი დაწყებული იყო როცა მეფეს მეგობრები მიადგნენ და მათი დაჟინებული თხოვნით მაგიდიდან გამოიყვანეს, წრე შეკრეს და ჰაერში აისროლეს, შემდეგ მეორეჯერ აისროლეს, შემდეგ მესამეჯერ.. და უცებ დაავიწყდათ ასროლილი მეფე, ყველანი მობრუნდნენ და მაგიდებს მიუსხდნენ. მეფე დაეცა იატაკზე, გახდა ცუდად, ვერ სუნთქავდა, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც იქვე ამბობდნენ, როგორც მეფეს, ასევე მის მეგობრებს მარიხუანა ჰქონდათ მოწეული, ვინაიდან დედოფალი ქალაქ გორიდან იყო, გურულებმაც გორის მარიხუანა გასინჯეს და ის ადგილობრივზე მეტად ძლიერი აღმოჩნდა. მომხდარსაც გორის მარიხუანას აბრალებენ", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
0

ავტორი: