ვაშინგტონი ამიერიდან მხოლოდ იმ ქვეყნებს დაეხმარება, ვინც აშშ-ს მეგობარია, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გამართული პოლიტიკური დისკუსიების დროს განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, როდესაც საუბარია აშშ-ს უცხოურ დახმარებაზე, აშშ დიდი ოდენობის დახმარებას გასცემს.
„აშშ გაარკვევს ემთხვევა თუ არა ამერიკის ინტერესებს იმ ქვეყნების ინტერესები, რომელსაც ვაშინგტონი ეხმარება. ამიერიდან დახმარებას მხოლოდ იმათ გავუწევთ, ვინც პატივს გვცემს და ვინც ჩვენი მეგობარია“, - აღნიშნა აშშ-ს ლიდერმა.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების ხარჯების 25%-ზე მეტს არ დაფარავს.
0
ავტორი: