10:16:02     24-09-2018
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს შემთხვევის ადგილზე წაიყვანენ
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ხვალ შემთხვევის ადგილზე წაიყვანენ, სადაც სამართალდამცვლებისა და ადვოკატების თანდასწრებით მან უნდა აღწეროს ის ვითარება, რაც ხეობაში მკვლელობის დღეს ნახა.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ეს ექსპერიმენტი ყველა იმ კითხვას გასცემს პასუხს, რომელიც ტრაგედიასთან დაკავშირებით არსებობს. მისი თქმით, კობაური გავა დანაშაულის ადგილზე, აღწერს ვითარებას თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, იმ ფაქტობრივ გარემოებებს რასაც დაცვის მხარეს მიაწვდის ინფორმაციას.
„ვფიქრობ ყველაფერს პასუხი გაეცემა. მით უმეტეს პასუხი გაეცემა იმას, რატომ არის ამდენი ცდომილება საქმეში ბრალდების მხარის მიერ დაშვებული,“-განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 2018 წლის 7 ივლისს, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.
აღნიშნული მკვლელობის საქმეზე 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
0