10:50:35     17-06-2011
ნატო და რუსული ბალისტიკური რაკეტები
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, კონტინენტთაშორისი რაკეტების წარმოების რუსულ პროგრამას “უსაგნო ფულის ყრა” უწოდა. ამის შესახებ გაზეთი “დეილი ტელეგრაფი” იუწყება.
ლონდონში გამოსვლისას, რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ამის დამადასტურებელია ის, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მოსკოვს, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით, თანამშრომლობა შესთავაზა.
რუსეთის წარმომადგენელმა ნატოში დიმიტრი რაგოზინმა კი, თავის მხრივ, განცხადა, რომ მოსკოვი ფოგ რასმუსენის რჩევების გათვალისწინებს არ აპირებს, ხოლო შეიარაღების პროგრამების წარმოება რუსეთის საშინაო საქმეა.
ამ დროისათვის, ცნობილია, რომ 2013 წლიდან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალისტიკური რაკეტების წარმოების ორჯერ გაზრდას გეგმავს. საამისოდ, 2020 წლამდე, 20 მილიონი რუბლია გამოყოფილი.
0