10:48:44     17-06-2011
ობამა სუდანს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
სუდანში საომარი მოქმედებები არ წყდება. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყნის ხელისუფლებას სამხრეთ სუდანის საზღვართან “დაშინების კამპანიის” შეჩერება მოსთხოვა. თეთრი სახლის ხელმძღვანელის აზრით, ორივე ქვეყანა ვალდებულია ყველა საომარი მოქმედება შეწყვიტოს და საკუთარი მოვალეობა შეასრულოს. კრიზისის ესკალაცია კი ხელს არავის აძლევს – დასძინა პრეზიდენტმა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, სამხრეთ კორდოფანის რეგიონში, სახელისუფლო ძალებსა და სამხრეთ სუდანის ლიდერის მხარდამჭერ მებრძოლებს შორის შეტაკებები არ წყდება. შედეგად, 60 ათასი მცხოვრები იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა. სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის ოფიციალური გამოცხადება კი 9 ივლისს იგეგმება. ორივე მხარე პრეტენზიას აბიეის ტერიტორიაზე აცხადებს, რომელიც ნავთობ მდიდარ რეგიონია.
0