სუ-85 – არტილერიის ისტორიიდან სუ-85 – არტილერიის ისტორიიდან />


  10:47:43     17-06-2011

სუ-85 – არტილერიის ისტორიიდან

a7086.jpg

СУ-85 - საბჭოთა თვითმავალი საარტილერიო დანადგარია, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში იყენებდნენ. ამ დროს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში იყო Т-34 და КВ-1, რომელიც ანადგურებდა ნებისმიერ გერმანულ ტანკს, ამის გამოსასწორებლად კი გერმანიამ შეიარაღებაში მიიღო უახლესი მძიმე ტანკი Tiger, რომლის ჯავშანი ძალიან ძლიერი იყო და უკვე აღარ შეეძლო საბჭოთა 76მმ ქვემეხიან ტანკებს მისი განადგურება.

1943 წელს, ამ ახალი გერმანული თაობის საწინააღმდეგოდ, საბჭოთა არმიას სჭირდებოდა კიდევ უფრო ძლიერი ანტიტანკი, ამიტომ 1943 წლის მაისში დაიწყო მუშაობა ახალ საბჭოურ ანტიტანკზე, რომელსაც გაუკეთეს მძიმე საზენიტო 85მმ-იანი ქვემეხი. ეს ქვემეხი საუკეთესო იყო “ვეფხვების” გასანადგურებლად.

მისი წარმოება დაიწყო ურალმაშის ქარხანაში.  D5T-ს აღმოაჩდა მცირე ხარვეზები რომელიც მომავალში შეცვალეს ახალი D5S-ით, რომელიც ბევრად საიმედო იყო, მას ასევე ჰქონდა ტელესკოპური სამიზნე. ახალი ქვემეხის მქონე მოდიფიკაცია ისტორიაში შევიდა, როგორც СУ-85-II. დიდი ხნის შემდეგ, სუ85-ები გაიგზავნა ვიეტნამში და ჩრდილოეთ ვიეტნამში.

0

ავტორი: