ასტრუდ ჟილბერტო – ჯაზის ვარსკვლავი ასტრუდ ჟილბერტო – ჯაზის ვარსკვლავი />


  10:45:34     17-06-2011

ასტრუდ ჟილბერტო – ჯაზის ვარსკვლავი

a7084.jpg

ბრაზილიელი მომღერალი, სამბა და ბოსა-ნოვა მუსიკის უბადლო შემსრულებელი ასტრუდ ჟილბერტო, ბრაზილიელი დედისა და გერმანელი მამის ოჯახში, ბაიას შტატში დაიბადა. გაიზარდა რიო-დე-ჟანეიროში. 1959 წელს დაქორწინდა ჟოაო ჟილბერტოზე და 1963 წელს ერთად აშშ-ში გადადიან, სადაც ის ასრულებს განთქმულ გეტსი/ჟილბერტოს ალბომში, ჟოაო ჟილებრტოს, სტან გეტსა და ანტონიო კარლოს ჟობიმთან ერთად.

ასტრუდს სიმღერა პროფესიულად მანამდე არ შეუსრულებია და ჩაწერაში მონაწილეობა სტან გეტსის დაჟინებული თხოვნით მიიღო. 1960-იან წლებში, წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ჟილბერტოს ვოკალური შესრულების წარმატებამ სიმღერაში “გოგონა იპანემადან” სწრაფად მოუხვეჭა მას ჯაზის ვარსკვლავის სახელი და მალევე სოლო ჩაწერებიც დაიწყო. თავიდან ბრაზილიური ბოსა-ნოვასა და ამერიკული ჯაზის სტანდარტების თარგმნით იყო დაკავებული, თუმცა შემდგომში, 70-იან წლებში, უკვე საკუთარი კომპოზიციებიც ჩაწერა.

0

ავტორი: