17:45:36     11-09-2018
გასაყიდი ბინები თბილისში

თბილისში ახალ აშენებულ ბინებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ასევე დიდია დაინტერესება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა მიზნით ყიდულობენ ბინებს. კერძოდ კი საცხოვრებლად, საინვესტიციოდ ან უბრალოდ ბინადრობის მოწმობის მისაღებად. რაოდენობის მხრივ გასაყიდი ბინები თბილისში საქართველოს დეველოპერული ბაზრის უმეტეს წილს იკავებს. ბინის შერჩევისას მომხმარებლისათვის უმნიშვნელოვანესია კომპანიის სანდოობა, რაზეც დეველოპერის მრავალწლიანი გამოცდილება და დასრულებული პროექტების რაოდენობა, შესაბამისად კმაყოფილი კლიენტების რაოდენობა ნათლად მიუთითებს. ხამის კარგი მაგალითია დეველოპერული კომპანია „არქი“, რომელსაც სამშენებლო ბაზარზე ყოფნის 12 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია მუდმივად აფართოებს საქამიანობის სფეროს და თითქმის ყოველ თვე სთავაზობს მომხმარებელს ახალ პროექტებს.
ბინის შერჩევის პროცესში მომხმარებელს არჩევანის გაკეთება
უწევს ძველ და ახალ აშენებულ პროექტებს შორის. ამ შემთხვევაში არჩევანი საკმაოდ მარტივია:
ახალაშენებული კორპუსები სრულად მორგებულია თანამედროვე მომხმარებლის სურვილებს, ძველ
ბინებთან შედარებით. მაგალითად, არქის ყველა პროექტში გათვალისწინებულია ღია და დახურული
ავტოსადგომი, რაც პარკინგის პრობლემას რომელიც აქტუალურია ძველ აშენებულ ბინებში, მარტივად
აგვარებს. ასვე არქის პროექტების დიდი უპირატესობაა
ადაპტირებული და კეთილმოწყობილი სადარბაზოები უმაღლესი ხარისხის ლიფტებით, რაც უსაფრთხო
მგზავრობის გარანტიაა.
რა თქმა უნდა, არქის პროექტების მთავარი უპირატესობა
მშენებლობის ხარისხია, რომელიც წამყვანი ევროპული ბრენდების მასალებით მიმდინარეობს
და არის ეკოლოგიურად სუფთა (Ytong,
Heidelberg, Knauf, Wienerberger). აღსანიშნავია Ytong-ის გერმანული ენერგოეფექტური
და ცეცხლგამძლე ბლოკი, რომელიც არ იწვის 6 საათის განმავლობაში. ეკოლოგიურად სუფთა
სამშენებლო მასალები და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენებულ სახლში კი
მუდმივად ჯანსაღი გარემო იქმნება თქვენი და თქვენი ოჯახის კომფორტული და ხარისხიანი
ცხოვრებისათვის.
0