საცობების გამო, მიუნხენის მკვიდრი სამსახურში ცურვით დადის საცობების გამო, მიუნხენის მკვიდრი სამსახურში ცურვით დადის />


  11:13:52     11-09-2018

საცობების გამო, მიუნხენის მკვიდრი სამსახურში ცურვით დადის

a82006.jpg

იმის შემდეგ, რაც ყელში ამოუვიდა ავტობუსით ან ველოსიპედით მგზავრობისას მიუნხენის საცობებში სიარული, ბენჯამინ დევიდმა გადაწყვიტა სამსახურამდე ცურვით ევლო.

ამ დღიდან მოყოლებული, ლუდის ბიზნესში მომუშავე დევიდი თავის ლეპტოპსა და სამოსს ყოველ დილით წყალგაუმტარ ზურგჩანთაში დებს, იცვამს საცურაო კოსტიუმს და ქალაქის მდინარეში ხტება.

„ეს ძალიან გამომაცოცხლებელი და ამასთან ერთად- ყველაზე სწრაფი გზაა,
მიცდია ველოსიპედით გადაადგილება, ავტობუსითაც, მანქანითაც და ფეხითაც, მაგრამ გაცილებით მეტი დრო მეხარჯებოდა. მაგალითად, დღეს სწრაფი დინება იყო და სამსახურამდე მხოლოდ 12 წუთი დამჭირდა“ -განაცხადა დევიდმა.
თუმცა, ზამთარში ბავარიის დედაქალაქის ცენტრში გამავალი მდინარეში წყალი საკმაოდ ცივდება და საშუალოდ 4 გრადუსამდე ჩამოდის.

„მე ამას ძირითადად ზაფხულში ვაკეთებ. მცივანა კი ვარ, მაგრამ ამ გზით ცურვა ზამთარშიც შეიძლება, ამისთვის უბრალოდ უფრო გრძელი საცურაო კოსტიუმი დამჭირდება“-განაცხადა დევიდმა


0

ავტორი: