შაკირას და პიკეს სახლის ძარცვისთვის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი „გოგიტა“ დააკავეს შაკირას და პიკეს სახლის ძარცვისთვის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი „გოგიტა“ დააკავეს />


  15:53:00     10-09-2018

შაკირას და პიკეს სახლის ძარცვისთვის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი „გოგიტა“ დააკავეს

a81994.jpg

კოლუმბიელი მომღერლის, შაკირას და მისი მეუღლის, ბარსელონას ფეხბურთელის, ჟერარ პიკეს სახლის ძარცვა ბრალად ქართველებს ედებათ.  

ესპანეთის პოლიციამ ბარსელონაში ე.წ. კანონიერი ქურდი გოჩა მაისურაძე, მეტსახელად „გოგიტა“ დააკავა. მას ბრალად კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა და ძვირადღირებული სახლების ძარცვა ბრალდება.

გამოძიება ვარაუდობს, რომ სწორედ მაისურაძის დაჯგუფების წევრებმა გაძარცვეს შარშან შაკირასა და პიკეს სახლი ბარსელონაში.

ესპანური გამოცემის „ესტრელას“ ინფორმაციით, იმ დაჯგუფებებიდან, რომლებიც მაისურაძის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თვითნებურად მოქმედებდნენ, მას ნაქურდალის გაყიდვიდან მიღებული თანხის 50%-ს უხდიდნენ.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მაისურაძე ურჩ კრიმინალებს ვენდეტების მოწყობით, გატაცებით, ცემით და წამებით სჯიდა.
0

ავტორი: