13:56:41     06-09-2018
"ბენზინიც ჰქონდა სახლში და ბავშვების დაწვასაც აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო"
"რა თქმა უნდა, ბავშვები ესწრებოდნენ დანაშაულის ჩადენას. მაგის უარყოფა არაფრით არ შეიძლება. მაგაზე მოვთხოვ აუცილებლად პასუხს. სერიოზულ წინააღმდეგობას გავუწევ ნებისმიერს, ვინც დამისვამს კითხვას - იყვნენ თუ არა იქ ბავშვები. ბავშვებმა თავისი თვალით უყურეს ყველაფერს და მათი თვალიდან არ ამოდის ეს ყველაფერი. ბენზინიც ჰქონდა სახლში და ბავშვების დაწვასაც აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. ტანსაცმელი იყო ბენზინიანი და ტყუილად არ დაასხამდა იმ ბენზინს", - აცხადებს ბარნოვზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის დედა, ნათელა გაბოძე.
მისი განმარტებით, ვეფხია ბაქრაძე მასზე გამუდმებით ძალადობდა.
"ის ჩემზე ძალადობდა. ის არამარტო მკვლელი არამედ მოძალადეცაა. ყველაზე უკანასკნელი და აღვირახსნილი ადამიანია. ჩემზე რომ ძალადობდა იმიტომ ვიყავი მაგასთან ცხოვრების წინააღმდეგი", - განაცხადა გაბოძემ.
0