13:51:55     06-09-2018
"თაკოს დედა თვითონაა დამნაშავე.. მამაჩემს ოჯახი დაუნგრია და ყველაფერს აკეთებდა, რომ მასთან ყოფილიყო"
ბარნოვზე 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შვილი, ლიკა ბაქრაძე აცხადება, რომ ამ სასტიკ დანაშაულში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე გამრეკელაშვილის დედა, ნათელა გაბოძეა.
"რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მამას არანაირად არ ვამართლებ. აგრესია წამოვიდა ამართლებსო, ეს არის სრული სისულელე, არანაირი გამართლება არ აქვს მის საქციელს.
თავისთავად, დედა დამნაშავეა. ამ ამბების მერე ბევრი დრო გავიდა და ბევრი ინფორმაცია გავიგე. ისიც კარგად ვიცი, რომ თვითონ აწუხებდა მამაჩემს. თავიდან როცა ურთიერთობა დაიწყეს მამაჩემს ცოლ-შვილი ჰყავდა და ოჯახიც დაუნგრია. ამას ძალადობა არ ჰქვია, მაგრამ თვითონ აწყობდა იმის პროვოკაციას, რომ მამაჩემთან ყოფილიყო.
არავითარი ძალადობა არ ჰქონია მამაჩემის მასთან ურთიერთობას, თავისი ნება-სურვილი იყო ეს და თვითონ უფრო უნდოდა, ვიდრე მამას", - აცხადებს ბაქრაძე.
რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მასსა და ნათელა გაბოძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა განმუხტეს.
0