ინდოეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობები კანონით აღარ დაისჯება ინდოეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობები კანონით აღარ დაისჯება />


  12:25:57     06-09-2018

ინდოეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობები კანონით აღარ დაისჯება

a81907.jpg

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ლგბტ თემის უფლებების დაცვის საკითხში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. სამხრეთ აზიის სახელმწიფოში ჰომოსექსუალების მიერ, სექსუალური აქტის დამყარება დანაშაული აღარ იქნება.

მანამდე აღნიშნული ქმედება ინდოეთში 10 წლიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კოლონიალური ეპოქის, 146 წლის კანონს აბათილებს, რომლის მიხედვითაც, ჰომოსექსუალების სექსუალური აქტი დანაშაულად არის მიჩნეული.

კოლონიალური ეპოქის დროინდელი კანონის შეცვლა ინდოეთში დიდი ხნის განმავლობაში არ სურდათ, თუმცა ბოლო წლებში, სამხრეთ აზიის სახელმწიფოში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციისთვის აქტიური კამპანია მიმდინარეობდა, რამაც საბოლოო ჯამში, შედეგი გამოიღო.
0

ავტორი: