11:58:14     06-09-2018
ზაზა სარალიძე: "ქართული ოცნება" მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს, ამ საქმის გამოძიებას სხვა ხელისუფლება გააგრძელებს
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებს და უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს.
ამის შესახებ სარალიძემ ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მოზარდების მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული დოკუმენტი შეაფასა.
"დღეს მთელი საქართველო დარწმუნდა იმაში, რომ მმართველი გუნდი და მაღალჩინოსნები პირდაპირ მფარველობას უწევენ მკვლელებს და ამ საქმის გამყალბებლებს. "ქართული ოცნება" მფარველობს მკვლელებს და ამ განაჩენს ქართულ საზოგადოებასთან ერთად გამოვუტან მე, ზაზა სარალიძე იმიტომ, რომ ჩემი შვილი, როგორც ბესელიამ განმარტა, ვიღაცა არ არის, ვიღაცის გულის მოსაგებად არ იყო ეს კომისია შექმნილი. კომისიის მსვლელობის მადლობელი ვარ იმიტომ, რომ საზოგადოებამ ნათლად დაინახა, ვინ რა დარღვევები ჩაიდინა, ვინ არის მკვლელი, ვის და ვინ აფარებს ხელს. ამ გამოძიებას გააგრძელებს სხვა ხელისუფლება, რადგან მმართველი გუნდი მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და ამ გამოძიებას. 10 სექტემბრიდან დაიწყება აქციები და კონკრეტული მოთხოვნები იქნება იქ. სამარხვინოა მათი დასკვნა", - განაცხადა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა გუშინ დაამტკიცა.
0
ავტორი: