10:34:01     06-09-2018
ლანჩხუთში, სოფელ შუხუთის საბავშვო ბაღში ჭერი ჩამოინგრა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საბავშვო ბაღის შენობაში, ჭერი ჩამოინგრა.
ლანჩხუთის ვიცე მერი ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ შესამოწმებელია მთლიანი შენობა და ჩასატარებელია ახალი ექსპერტიზა.
აღსანიშნავია, რომ შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი 2016 წელს გამოცხადდა. გამარჯვებულმა კომპანიამ „დამბა“, სრული რეკონსტრუქცია 265 ათას 562 ლარის ფარგლებში 2017 წლის მიწურულს დაასრულა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საკითხის განხილვა საკრებულოს სხდომაზე მოხდება, რათა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
0
ავტორი: