საგამოძიებო კომისია: უნდა დადგეს 51-ე სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის და მანდატურების პასუხისმგებლობის საკითხი საგამოძიებო კომისია: უნდა დადგეს 51-ე სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის და მანდატურების პასუხისმგებლობის საკითხი />


  10:48:31     05-09-2018

საგამოძიებო კომისია: უნდა დადგეს 51-ე სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის და მანდატურების პასუხისმგებლობის საკითხი

a81857.jpg

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, უნდა დადგეს 51-ე სკოლის დირექტორისა და მოადგილისთანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ამის შესახებ საუბარია კომისიის დასკვნის რეკომენდაციების ნაწილში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს.

დასკვნის თანახმად, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ასევე უნდა დაეკისროთ მანდატურებს, მათ შორის მანდატურის სამსახურის უფროსს და მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსს.
როგორც კომისიის წევრმა სერგო რატიანმა მოხსენებისას განაცხადა, ინციდენტის დღეს, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ყენიამ და მანდატურებმა ჯეროვნად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას გამართავს. დღესვე საბოლოო დასკვნასაც კენჭს უყრიან. გუშინ სხდომა გვიანობამდე გაგრძელდა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე საუბრობდნენ. მათი ერთ-ერთი რეკომენდაცია ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაცაა. "ქართული ოცნება" კი ოპონენტების წინადადებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

0

ავტორი: