14:48:00     04-09-2018
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მირზა სუბელიანის მიმართ გამოძიების დაწყებას რამდენიმე მიმართულებით მოითხოვს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მირზა სუბელიანის მიმართ გამოძიების დაწყებას რამდენიმე მიმართულებით მოითხოვს.
ამის შესახებ საუბარია კომისიის დასკვნის რეკომენდაციების ნაწილში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს.
„სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშნები არსებობს მირზა სუბელიანის მიმართ. ეს არის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა კომისიისთვის, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით, მოწმეზე ზემოქმედების მიმართულებით და გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიმართულებით. ჩვენ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, რადგან ასეთი ტიპის ნიშნები მის განხორციელებულ ქმედებებში შეინიშნება“- განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ.
0
ავტორი: