17:15:23     03-09-2018
"ეროვნული ერთობის" წევრი გიორგი ჭელიძე პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი ჭელიძის 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
ჭელიძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.
წინასასამართლო სხდომა ჭელიძის საქმეზე 17 ოქტომბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
0