გაუპატიურებაში ბრალდებულ ირანელს პატიმრობა შეეფარდა გაუპატიურებაში ბრალდებულ ირანელს პატიმრობა შეეფარდა />


  16:01:09     31-08-2018

გაუპატიურებაში ბრალდებულ ირანელს პატიმრობა შეეფარდა

a81789.jpg

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქის გაუპატიურებაში ბრალდებულ ირანის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესი ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნით დახურული იყო.

შსს-ს თანამშრომლებმა გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე შემთხვევიდან რამდენიმე საათში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.


პროკურორის განცხადებით, ბრალდებულს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს გაუპატიურებას.

ბრალდებულის მიმართ, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სასამართლოსთან რომ შეეფარდებინათ აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რაც დააკმაყოფილა სასამართლომ. 0

ავტორი: