12:11:47     31-08-2018
ისრაელის პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა, რომლებსაც უკრაინასა და საქართველოდან ქალები ქვეყანაში პროსტიტუციის მიზნით ჩაყავდათ
სამშაბათს, 28 აგვისტოს, პოლიციამ ისრაელში 12 ეჭვმიტანილი დააკავა, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების პროსტიტუციის მიზნით ჩაყვანისათვის.
გამოძიება, რომელშიც ბენ გურიონის აეროპორტის საპასპორტო კონტროლის მუშაკები იყვნენ ჩართულნი, ივნისში დაიწყო. პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ საზღვარი პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალს უნდა გადაეკვეთა მამაკაცის თანხლებით. საზღვარზე ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ ოჯახური ურთიერთობა აკავშირებდათ.
გამოძიების მიმდინარეობისას პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ რომ ეს იყო კრიმინალური ჯგუფი, რომელთა თითოეულ წევრს გარკვეული ფუნქცია გააჩნდა.
ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ქალბატონი, რომელიც 8 დაწესებულებას ხელმძღვანელობდა, საიდანაც სამი - იერუსალიმში, მის კუთვნილ სახლებში იყო განთავსებული. საქმის ფინანსურ მხარეს ქალბატონის მეუღლე ხელმძღვანელობდა. "ბიზნესში" წყვილის შვილიც იყო ჩართული. სხვა დაკავებული პირები საცხოვრებელი ბინების ქირით, მათი მოვლა-შენახვაში, მათში ქალების განთავსებით იყვნენ დაკავებულნი.
პოლიციის პრესსამსახურის განცხადებით, მუშაობის მსურველებს უკრაინასა და საქართველოში რეკლამების დახმარებით ეძებდნენ წარწერით „ახალგაზრდა ქალებისთვის“.
0