10:37:16     29-08-2018
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი, გურამ კაშია, მორიგი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. ქართველი ინტერნეტ მომხმარებლებისგან შეურაცხმყოფელი შეტყობინებებისა და კომენტარების გამო, სპორტსმენმა ფეისბუქის ოფიციალური გვერდი გააუქმა.
Instagram-ში კი კაშია წერს, რომ სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება საქართველოში, მისთვის გამოცხადდება და ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში.
გურამ კაშიას მიმართ შეურაცხყოფა ამჯერად UEFA-ს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ვიცეკაპიტანს ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის UEFA თანასწორობის ჯილდოს გადასცემს.
პარალელურად სოციალურ ქსელში დაიწყო მხარდამჭერი კამპანია, სახელწოდებით "გურამ შენთან ვართ".
0