15:39:20     27-08-2018
სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი კვლავ პატიმრობაში დატოვეს
სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მყწმესი, 19 წლის მალხაზ კობაური მცხეთის რაიონულმა სასამართლომ კლავ პატიმრობაში დატოვა.
ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს წინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
კობაური წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. როგორც ადვოკატები განმარტავენ, კობაურმა გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მუქარისა და ძალადობის შედეგად მისცა.
რაც შეეხება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ლორა სმიტი მალხაზ კობაურის მიერაა გაუპატიურებული, ამას არც ბრალდებული და არც მისი ადვოკატი ადასტურებს.
ცნობისთვის, 7 ივლისს, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.
აღნიშნული მკვლელობის საქმეზე 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
0